გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეყანაში დამატებით გრიპის ვირუსის 4000 ვაქცინა შემოვიდა

24-01-2019

სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ვაქცინაციის მარაგის გადანაწილების საკითხი განიხილეს.

შემოსული მარაგიდან 3000 ვაქცინა ორსულებს მოხმარდება, 1000 კი-სხვა მაღალი რისკის მქონე ადამიანებს.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყველაზე უფრო დიდი რისკის ჯგუფს ორსულები წარმოადგენენ.


„დღევანდელ თათბირზეც მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის მარაგის უმეტესობა მოხმარდება ორსულ ქალბატონებს.

ყოველგვარი სასყიდლის გარეშე პირველ რიგში აიცრებიან ორსულები და შემდგომ სხვა რისკ ჯგუფის ადამიანები“-განაცხადა გამყრელიძემ.


მისივე თქმით, ამ სეზონზე ვაქცინების შეძენის პროცესში კერძო სექტორიც ჩართულია, რომელმაც დამატებით 5000 ვაქცინა შეიძინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031