გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბესელია: საკუთარ პოზიციას არ შევიცვლი

24-01-2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია „ქართული  ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, შეხვედრაზე შეძლო ყველა იმ საკითხზე საუბარი, რაც მისი შეფასებით, პრობლემურია. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარემ, „ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის მოდერაცია შესანიშნავად გააკეთა“.


„ეს იყო ძალიან კარგი და საჭირო შეხვედრა. მასში ძალიან ბევრი გამომსვლელი მონაწილეობდა და საუბარი დღეს არ დასრულდება, - შესაძლოა შეხვედრები რამდენიმე დღეც გაგრძელდეს. 

შეხვედრის შინაარსზე კი საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. 

ეს იყო კარგი შესაძლებლობა, განსხვავებული შეხედულებების გასაზიარებლად, თუმცა, ბუნებრივია, მე საკუთარ შეხედულებას არ შევიცვლი“ - თქვა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ პარტიიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი შეხვედრაზე არ განუხილავთ.


„გარიცხვაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები. გთხოვთ, ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს, რადგან აქამდე არ დადის ეს ყველაფერი და არ არის საუბრის ის ფორმა, რაც ერთმანეთს უნდა ვაკადროთ“ - განაცხადა ბესელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930