გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24-01-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის ჩიხის და კახეთის გზატკეცილის მე-8 კილომეტრის, თიანეთის, ხევძმარის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, დარიალის, კავსაძის, მოსაშვილის, ირაკლი აბაშიძის და გიორგი მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 15:30 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 12:30 საათამდე მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ნინო რამიშვილის და ატენის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 18 საათამდე ახალშენის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ჭიათურის და გურამ ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებ, ხოლო
11 საათიდან 18 საათამდე სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, მეფე მირიანის, სტრაბონის და არქანჯელო ლამბერტის ქუჩების მაცხოვრებლები.


გარდა ამისა, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, იყალთოს მთის, საირმის გორის, საირმის, შევარდენიძის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიხეილ თამარაშვილის და გივი კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე იოსელიანის, ახალშენის, სიმონ ჩიქოვანის, შარტავას და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ),აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), პუშკინის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, მთაწმინდის, უკლებას, ბესიკის, კრავეიშვილის, ყიფიანის, ვილნიუსის, მესხის, ინგოროყვას, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, ჭონქაძის, არსენას და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს, 17 საათიდან 19 საათამდე კი რჩეულიშვილის, კეკელიძის, გალის, ნინო ჟვანიას (ნაწილობრივ) და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 11 საათამდე შეუწყდება ელექტრომომარაგება წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ფიფიების, ცაბაძის, გორის და ვლადიმერ ვორონინის ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 17 საათამდე გაბისკირიას მოედნის, მაცეხის, ორხევის, კალატოზის, ქედის, ურიცკის, ელენე ახვლედიანის, გაბისკირიას, სპარტაკის, სამოქალაქოს, სამრეკლოს, გრემის, კარდანახის, კონსტანტინე ერისთავის და ბახვის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანის ხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ავჭალა-1 დასახლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ნიკოლოზ შენგელიას და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930