გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგორი კარასინი - თბილისში საუბრები, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებას ელოდებოდნენ, სუფთა მელაკუდობაა

25-01-2018

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ფართომასშტაბიანი ნორმალიზებისათვის სერიოზული პოლიტიკური დაბრკოლებები არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, დაბრკოლება ის არის, რომ თბილისს არ სურს ახალი პოლიტიკური რეალიების აღიარება, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა, ისევე როგორც არ სურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ დემონსტრატიული გადაწყვეტილების გადახედვა. 

„თბილისში უყვართ საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით პირველ რიგში იმედოვნებდნენენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების მიღწევას და რომ აი, ახლა მოტყუებულნი არიან თავიანთ მოლოდინში. ეს სუფთა მელაკუდობაა. ჩვენ თავიდანვე გავაფრთხილეთ ჩვენი ქართველი პარტნიორები, რომ მათთან ურთიერთობების ნორმალიზება არ შეასუსტებს ჩვენს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს პროცესები სხვადასხვა განზომილებაშია“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა. 

როგორც მან აღნიშნა, „რუსეთი შემდგომშიც აპირებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებას“.

„რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის მზად. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით, მაგრამ გავიმეორებ, რომ ეს არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე საბედისწერო გადაწყვეტილებებზე უარის თქმის ხარჯზე“, - დასძინა მან. 


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930