გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედუარდ შევარდნაძის პირადი არქივი სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

25-01-2019

დღეს, 25 იანვარს ედუარდ შევარდნაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს ფოტოგამოფენას სახელწოდებით - „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“.


გამოფენა გაიხსნება 19 საათზე და მას მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 26 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ფოტოგამოფენის ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.


მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია დაეთმობა ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში დაცულ, 1950-2000-იანი წლების ფოტოებს. 


ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება ნანული შევარდნაძის მიერ 20 წლის წინ დაგეგმილი გამოფენისთვის განკუთვნილი ფოტოები, რომელიც მეუღლეს - ქვეყნის პრეზიდენტს ეძღვნებოდა. ფოტოგამოფენა მაშინ ვერ შედგა. ახლა, ეს ფოტოები პირველად გახდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.


ასევე, გამოფენის გახსნაზე ედუარდ შევარდნაძის მემუარების - „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ - მეორე, შევსებული გამოცემის პრეზენტაციაც შედგება, რომლის გამომცემელია „ნეოსტუდია“. 


„ეს წიგნი, უპირველესად, წარსულის შეფასების სურვილმა დაბადა, იმ მოვლენათა და ადამიანთა გახსენების სურვილმა, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნისა და თანამედროვე მსოფლიოს ისტორია. ამავე დროს, იგი იწერებოდა მომავალზე ფიქრით. მისი უპირველესი ადრესატი მომავალი თაობაა, რომელსაც ამ წარსულის ტვირთად ზიდვა, საბედნიეროდ, აღარ მოუწევს,“ - წერს ედუარდ შევარდნაძე.


ფოტოგამოფენის გახსნაზე საზოგადოება გაეცნობა კიდევ ერთ ახალ გამოცემას - „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“, რომელიც ნანა ზურაბიშვილმა შეადგინა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031