გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე:საქმეები, რომელსაც უგულავა ჩრდილში აკეთებდა დღეს სააშკარაოზე გამოვიდა და ისინი კახა კალაძის მოსაგვერებელია

25-01-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.


აღნიშნული შეთანხმებისა და გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერმა საზოგადოებას დღეს ამცნო.


„პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის და თბილისის მერის ბრიფინგს, ბატონი კახი კალაძის ბრიფინგს და მინდა მივესალმო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სწორედ მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მინდა გავიხსენო უკვე ორი დღის წინანდელი კომენტარი, რომელიც ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გააკეთა, მან თქვა, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდანო, როგორც ჩანს გიგი უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, საქმეები, რომელიც მან თავის ჩრდილში გააკეთა ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ბევრი პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს არის კახი კალაძის მოსაგვარებელია.


მან ეს შეძლო და ეს რთული საკითხი, სადაც იკვეთებოდა ინვესტორის ინტერესები, საკუთრების უფლებრივი საკითხები, მწვანე გარემოს დაცვის თემა და ბიზნესსა და მერიას შორის ურთიერთობა წარმატებით მოაგვარა. აი ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმის და ლიდერობის, ასე ვთქვათ, მაგალითი მისცეს მერმა საზოგადოებას. იცით, რომ იყო დიდი სკეპტიციზმი წინასწარ ამ საკითხის მიმართ, მაგრამ თბილისის მერმა კახი კალაძემ შეძლო ის, რომ ყველა ინტერესის გათვალისწინებით თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა ეს საკითხი, ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა გიგი უგულავას, რომ დიახ ის საქმეები, რომელიც მან ჩრდილში გააკეთა გამოვიდა სააშკარაოზე, ეს საკითხები დღეს არის ჩვენი საზოგადოების და თბილისის მერის მოსაგვარებელი და თბილისის მერმა მოაგვარა ეს საკითხი ისე, როგორც თბილისს სჭირდებოდა და საზოგადეობას სჭირდებოდა“-განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031