გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადვოკატი - დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ, ასევე ტყვიაზე სისხლის გარდა, მისი დნმ-ის კვალიც ვერ დაფიქსირდა

25-01-2018

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ. ამის შესახებ პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაშია საუბარი, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გაეცნო. 

გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზამ ტყვიაზე, რომელიც მაჩალიკაშვილს მოხვდა, სისხლის კვალის გარდა, ვერც გარდაცვლილის დნმ-ის კვალი დააფიქსირა, ვინაიდან „ტყვიის ფრაგმენტი საკმარისი ზომის არ იყო“. 

„ტყვიაზე არც დნმ-ი აღმოჩნდა. ანუ არც სისხლია და არც დნმ-ი. კედლიდან ამოიღეს ტყვიის 5 ფრაგმენტი. ამ ფრაგმენტებიდან ერთზე, ექსპერტს ეწერა, რომ საკმარისია მისი მოცულობა, რათა ჩატარდეს ექსპერტიზა და მასზე გაიცეს პასუხი. სწორედ ამ საკმაოდ დიდ ტყვიის ფრაგმენტს ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუმცა დასკვნაში ჩაიწერა, რომ „ფრაგმენტი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ დადგენილიყო დნმ-ის კვალი“. ასევე ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხით დადგინდა, რომ სროლა ახლო მანძილიდან არ მომხდარა. “ახლო მანძილად“ ამ შემთხვევაში ითვლება 120 სმ. ნასროლი არის ზემოდან ქვემოთ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ალტერნატიული ექსპერტიზების ჩატარება საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია განადგურებული, რაც საქმის ვითარებას ნათელს მოჰფენდა.

„უნდა ითქვას, რომ შუბლის ის ნაწილი, რისი დახმარებითაც უნდა გარკვეულიყო სროლის მანძილი, თემირლან მაჩალიაშვილისთვის ჩატარებული ოპერაციის შემდეგ განადგურდა. ასევე ამოჭრილია კედელი, სადაც გაჩერდა ტყვია. აქედან გამომდინარე, ზუსტი პასუხის გაცემა რთულია იმაზე, რა და როგორ ვითარებაში მოხდა გასროლა“, - აღნიშნა კუბლაშვილმა. 


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30