გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რკინიგზის ხიდს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

25-01-2019

ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის ხაშური-ლიხის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილმა სარკინიგზო ხიდი დააზიანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.


გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალზე მოძრავი სატვირთო ტრაილერი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა,  ხიდს შეეჯახა.  უსაფრთხოების მიზნით, ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა „თბილისი-ფოთის" მატარებელი.


ამჟამად მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.


როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ,  შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების შემოწმებისა და მოკვლევის მიზნით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.



sputnik-georgia.com 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031