გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე: ჩვენ არასდროს ჩავერევით დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში

25-01-2019

საქართველოს  პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ქვეყნის მმართველ გუნდში ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების მიხედვით უნდა შემუშავდეს.


„პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი. პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა ამის შესახებ. რაც შეეხება სასამართლოს, - ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ამის შესახებ პრინციპული განაცხადი გააკეთა. ბუნებრივია, კრიტერიუმებისა და პროცედურების დადგენა აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია. ჩვენ არასდროს ჩავერევით დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. საქართველოში დრო, როცა მთავრობის წარმომადგენლები ალაგებდნენ სასამართლოს, 2012 წელს დავასრულეთ. რაც შეეხება  კრიტერიუმებს, ის აუცილებლად გასაწერია და ის თავსებადი უნდა იყოს მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან“ - თქვა  მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031