25-01-2019
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე დადებითად აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესამუშავებლად, უმრავლესობის წევრთა შეხვედრას და ამბობს, რომ საკითხზე კონსენსუსი მნიშვნელოვანია.
„კონკრეტულ საკითხებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, ასევე, - თანაგუნდელების მიმართ ისეთი განცადებები, რაც ნამდვილად არაა სასურველი. ყველა პრობლემურ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. მივესალმები ამ შეხვედრას.
ჩვენ შეიძლება, სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს. ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მსჯელობა უნდა წარიმართოს გუნდის შიგნით“ - თქვა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პარტიის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. მისი შეფასებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად.