25-01-2019
საქართველოში ჩამოსული ტურისტი სოციალურ ქსელში ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდის. როგორც ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქართველმა პოლიციელებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს.
მას სომხეთის საზღვართან ახლოს, ერთ-ერთ პატარა სოფელში ველოსიპედი მოპარეს. შემთხვევის შესახებ მან პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა კი მას მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს.
„საქართველო, მე შენ მიყვარხარ. ეს რომ სადმე სხვაგან მომხდარიყო, ვფიქრობ ასეთი შედეგი არ იქნებოდა“ - წერს ტურისტი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის შესახებ ინფორმაციას ფლობენ და მალე დააკავებენ.
[video=]