გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები შოუბიზნეს დაიჯესტი
"დამთავრდა ერთი და დაიწყო მეორე სიყვარული" - დათო გომართელი ცოლს გაშორდა

20-12-2017

მომღერალი დათო გომართელი ცოლს გაშორდა.

ამის შესახებ მან „სარკესთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, 55 წლის ასაკში, ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა.

„ეს მოხდა ჩემს ცხოვრებში. საერთოდ არ მიყვარს ტყუილი, არ ვარ ის ადამიანი, ვინც ან თვითონ ცხოვრობს ტყუილში , ან სხვას აცხოვრებს. არც ის შემიძლია, სახლში მეუღლე მყავდეს და სააბაზანოში ჩაკეტილი, მოშვებული ონკანის ჩხრიალში ჩუმად სხვა ქალს ველაპარაკო ტელეფონით და მესიჯები ვაგზავნო. რადგან დამთავრდა ერთი სიყვარული და დაიწყო მეორე, გადავწყვიტე, ყველაფრისთვის თავვისი სახელი დამერქმია.

ძალიან მძიმე, მტკივნეული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. როცა ახალგაზრდა ასაკში ინგრევა ოჯახი, მაშინაც რთულია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა ასეთი გამძაფრებული არ გაქვს. მე ორმაგი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემი ძველი ოჯახის და ახალი ცხოვრების თანამგზავრის წინაშე.

ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, მაგრმ როცა სიყვარულია, ყოველთვის საინტერესოა“ - ამბობს მომღერალი.

წყარო: newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031