გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღებას აცხადებს

26-01-2019

მიმდინარე წლის 1-ლი მარტის ჩათვლით ცხადდება ახალი სასტიპენდიო განაცხადების მიღება 16-17 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც სურთ ევროპისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება.


სასტიპენდიო პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რომელიც ექვსი ქვეყნიდან 35 საუკეთესო მოსწავლეს მისცემს საშუალებას მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომი მიიღოს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპათმცოდნეობაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ხორციელდება "ახალ სკოლაში" თბილისში (საქართველოში) და მოიცავს ორწლიან სასწავლო კურსს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წელს იწყება.


სადიპლომო პროგრამა აერთიანებს ბაკალავრის საერთაშორისო პროგრამის მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, ევროპული სკოლების სისტემის მიერ ინსპირირებული სპეციალიზირებული სწავლებით. შერჩეული სტუდენტები დაესწრებიან ლექციებს მრავალენოვან და მულტიკულტურულ გარემოში, ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და ევროპული ენების, ლიტერატურისა და ისტორიის ცოდნის გასაღრმავებლად. სტუდენტებს ასევე ექნებათ წვდომა მდიდარ კლასგარეშე პროგრამასთან და საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მაღალი დონის კონფერენციებში ევროკავშირის საკითხებზე. სტუდენტები მიიღებენ ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომს ევროპათმცოდნეობაში.


აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა ჩამოყალიბდა ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის შედეგად, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და რეგიონთაშორისი გაცვლების გაძლიერებას ახალგაზრდებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ბელორუსიიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.


დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადები ვებსაიტის - www.eapeuropeanschool.eu საშუალებით 2019 წლის 1-ლი მარტის 12:00 საათამდე (უნივერსალური გლობალური დრო, +4:00). შერჩევის პროცესი მოიცავს წერილობით ტესტებსა და ინტერვიუებს წინასწარ შერჩეული კანდიდატებისთვის. 2019-2020 სასწავლო წლის სტიპენდიანტების ჩამონათვალი გამოცხადდება 2019 წლის მაისის ბოლოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031