გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმას არ აჭარბებს

26-01-2019

ტყვიით მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებული საზოგადოების გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის სექტემბრიდან დედაქალაქში გააფართოვა ტყვიის მონიტორინგის არეალი. სინჯების აღება ძირითადად საავტომობილო გზის პირას და საბავშვო ბაღებისა და სკოლის ეზოებში ხორციელდებოდა.


სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცცის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა წერტილებში აღებული 60-ზე მეტი სინჯიდან არცერთში არ დაფიქსირდა ზღვრულ მნიშვნელობაზე გადაჭარბება.


"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არაერთგზის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს საქართველოს ან თბილისის ატმოსფერული ჰაერის მთავარ პრობლემა ტყვიით დაბინძურებაა არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს მაჩვენებელი სულ მცირე ბოლო ათი წლის მანძილზე არ აჭარბებს ევროპულ ზღვრულ მნიშვნელობას. მეტიც, ჩატარებული კვლელვების მიხედვით, რომ ტყვიის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ყოველწლიურად კლებულობს და დადგენილ ნორმასთან შედარებით ძალიან მცირეა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი 2014 წლიდან ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც მიმდინარეობს"-აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930