გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
air.gov.ge -ახალი სპეციალური პორტალი ჰაერის ხარისხის შესახებ

26-01-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ შექმნილი ახალი პორტალი - air.gov.ge უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.


"მნიშვნელოვანია საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც ჰაერის მდგომარეობის შესახებ, ისე მისი დაცვის გზებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი ფაქტორია ამ პრობლემის მოგვარების კუთხით, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში, რაც საერთო ჯამში დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს.


მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (EEA), რომ ახალი პორტალის მეშვეობით მონაცემების გაცვლა და ინტეგრირება მოხდეს EEA-თან და ევროპის ჰაერის ხარისხის პორტალზე (http://airindex.eea.europa.eu/) აისახოს საქართველოს მონაცემები. EEA-ის ექსპერტების ვიზიტი რამდენიმე დღის წინ განხორციელდა საქართველოში და მათი შეფასებით, პორტალი არის მაღალ დონეზე მომზადებული, საიდანაც შესაძლებელია გამოცდილების გაზიარება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნასთან მოხდეს მონაცემების გაცვლა და ერთიან ევროპულ საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირება"-აცხადებენ სამინისტოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930