გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეკემბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 480,3 მილიონი ლარით გაიზარდა

27-01-2019

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 480.3 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.1 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 26.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 159.3 მლნ ლარით (1.4 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 321.0 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით).


რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 2.9 პროცენტით მეტი).


2018 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 223.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 14.2 მლრდ ლარი შეადგინა.


მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.96 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.29 პროცენტული პუნქტით).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031