გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

27-01-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას, მელიქიშვილის, თვალჭრელიძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ჩახრუხაძის ქუჩის მაცხოვრებლები.


ასევე, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გივი კარტოზიას, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის, ზაქარიაძის, ასათიანის, წყალტუბოს, მირცხულავას და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, მეფე მირიანის და სტრაბონის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930