გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: მფლობელის მიერ "ბილაინის" გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ის ბაზარზე არ იარსებებს

28-01-2019

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური აღნიშნავს, რომ მის მიერ კომპანია "ბილაინთან" დაკავშირებით გაკეთებული განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. მისი თქმით, კომპანიის გაყიდვა, ანუ ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელის ხელში გადასვლა, არ ნიშნავს, რომ კომპანია ბაზარს ტოვებს.


"მფლობელის მიერ "ბილაინის" გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ის ბაზარზე არ იარსებებს. ასე, რომ არავითარი მესამე კომპანიის გაქრობა არ იგეგმება ბაზრიდან და მე ეს პირველივე კომენტარში განვაცხადე, თუმცა მაინც მოხდა ამ კომენტარის ინტერპრეტაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამი კომპანია დღევანდელ საკომუნიკაციო ბაზარზე იმისთვის, რომ საცალო კონკურენცია იყოს, საკმარისია. დღევანდელი გადასახედიდან და ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ოთხი მოთამაშე ბევრია და ოთხ მოთამაშეზე გადანაწილებულმა ბაზარმა შესაძლოა პრობლემები შექმნას: შემცირდება შემოსავლები, შემცირდება მოგება, შემცირდება ინვესტიციებიც სამომავლო განვითარებაში იმიტომ, რომ ეს სფერო ტექნოლოგიური სფეროა და ძალიან სწრაფად ითხოვს მოდერნიზებას", - განაცხადა კახა ბექაურმა.


კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის თქმით, შემოსავლების დაახლოებით 15% მიდის კაპიტალურ დაბანდებაში, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია სფეროებში. ბექაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები სხვა შემოსავლებითაც იყვნენ უზრუნველყოფილი და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ უნდა დაინერგოს მობილური გადახდები, რასაც მისი განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს.


"ეს არის პატარა, ყოველდღიური გადახდები, კერძოდ, გვინდა აღიჭურვოს სატელეკომუნიკაციო კომპანიები უფლებით, რომ მათ ყოველდღიურად არა უმეტეს „50 ევროსი”, ხოლო თვიურად არა უმეტეს „300 ევროთი“, მომხმარებელმა შეძლოს ონლაინ შესყიდვების განხორციელება, ისეთების მაგალითად, როგორიც არის კინოს ბილეთები, მატარებლის ბილეთები, და ა.შ. ეს არა მხოლოდ ტელესაკომუნიკაციო კომპანიებისთვის არის მოსახერხებელი, არამედ ავითარებს ელექტრონულ კომერციასაც", - განაცხადა ბექაურმა და დასძინა, რომ ეს ვალდებულება ქვეყანას ასოცირების შელშეკრულების ფარგლებში განესაზღვრა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სფეროა და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ მიმართულებით მათთან თანამშრომლობას აპირებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930