გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის რამდენიმე უბანში დაავადებული ხეების ჭრა დაიწყო

28-01-2019

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიული ჭრა გრძელდება. დაზიანებული ხეების მოჭრა დღეს კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე დაიწყო.

კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, სამუშაოების მიმდინარეობას შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე გაეცნო. „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით, სანიტარიული ღონისძიებების ფარგლებში მოჭრილი ხეები რგვების შესაბამის სეზონზე ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლდება.


სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა თბილისის მერიის ინიციატივით უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლეს. ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კვლევით დამტკიცდა, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. შესაბამისად, მასშტაბური სანიტარული ჭრების განხორციელება დედაქალაქსა და მის შემოგარენში აუცილებელია. ჭრების პარალელურად, ასევე, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.


თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031