29-01-2019
ვაზისუბანში მდებარე ''მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის'' თანამშრომლები გაიფიცნენ.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის არ აქვთ სათანადო შრომითი პირობები, ვერ იღებენ დროულად კუთვნილ ხელფასებს, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს აუცილებელი ხელსაწყოებითა და რეაქტივებით, ბოლო დღეებში კი ელექტროენერგია და გაზიც აღარ აქვთ, რამაც ისინი გათბობისა და წყლის გარეშე დატოვა და ამის გამო პაციენტებს ვეღარ ემსახურებიან.
„მეოთხე საოჯახო ცენტრის“ გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, ანალოგიური სიტუაციაა დაწესებულების სამივე ფილიალში, რომლებშიც მთლიანობაში 200 ადამიანია დასაქმებული.
კლინიკა ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის პირველი კვარტალში მდებარეობს. დასაქმებულებთან შესახვედრად პროფკავშირების წარმომადგენლები მიდიან.