29-01-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალგაზრდა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 იანვარს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდა . პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება