გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიმდინარე წელს დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება

29-01-2019

„მიმდინარე წელს დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება- პროექტის ღირებულება 11 620 192 ლარია და ის ორი წლის განმავლობაში განხორციელდება“-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წლის მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.


მისი თქმით, საქალაქო პარკების მოწყობა გენერალური გეგმითაცაა გაწერილი და მათგან ერთ-ერთი სწორედ დიღმის ჭალებში განთავსდება.


„ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ, რათა არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ. გარკვეული რეგულაციები შემოვიღეთ, გავამკაცრეთ სამშენებლო მიმართულებით მიდგომა. ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების შექმნას. არცერთი სამშენებლო ნებართვა ჩვენი მხრიდან მწვანე სივრცეების და სპორტული მოედნების ხარჯზე არ გაცემულა.ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ შევქმნათ ძალიან ბევრი მწვანე სივრცე. გენერალურ გეგმაშიც გაწერილია, რომ აუცილებელია საქალაქო პარკების მშენებლობა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ დიღმის ჭალების პარკია. ამ პროექტის განახორციელება 11 მილიონზე მეტი ჯდება, და მას 2019 წელს დავიწყებთ. პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში უკვე გამოვაცხადებთ მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერის თქმით, პარკში განთავსებული იქნება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები, საბავშვო სივრცეები და კაფე-ბარები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031