გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა გულორდავა: როდესაც ადამიანს დაუდასტურდება 45 აბზე მეტი სუბუტექსის შეძენა და შენახვა, არ მგონია ეს საკამათო იყოს

25-01-2018

დეპუტატ გოგა გულორდავას თქმით, თუ ვინმე ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებას ნარკოტიკი ჩაუდეს, ამით ამავდროულად მისი დამკავებელი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს.
მისივე თქმით, განცხადებების უაპელაციოდ გაკეთება, თან ისე, რომ არ იცნობდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, პირდაპირ ურტყამს როგორც პოლიციას, ასევე პროკურატურას და სასამართლოს.

"სასამართლო ერთადერთი კომპეტენტური ორგანოა, რომელიც დღეს ყველამ იცის, რომ ნამდვილად არავინ ცდილობს ზეგავლენის მოხდენას. კონკრეტულ საქმეს რაც შეეხება, წინ კიდევ ორი ინსტანციაა.რაც შეეხება ნარკოტიკის რაოდენობას, როდესაც ადამიანს დაუდასტურდება 45 აბზე მეტი სუბუტექსის შეძენა და შენახვა, არ მგონია, საკამათო იყოს, რომ ვერანაირი ნარკოპოლიტიკა ამას ვერ უშველის, კანონში ასეთი რაოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის დაუსჯელობა ნამდვილად არ მოგვიტანს კარგს.ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ როგორც საზოგადოებაში, ისე პარლამენტში ნარკოპოლიტიკაზე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები და ჩვენ უნდა შევძლოთ ორივე პოზიციიდან ყველაზე რაციონალური, სწორი არგუმენტების ამორჩევა, პოზიციების დაახლოება და ისეთი კანონის მიღება, რომელიც ნარკომომხმარებლებს კი არ დასჯის, არამედ დაეხმარება მკურნალობაში და მეორე მხრივ მკაცრი იქნება ნარკოტიკის გამსაღებელთან მიმართებით", - განაცხადა დეპუტატმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031