გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭავჭავაძის გამზირს, ვეკუა-ხიზანიშვილისა და კანდელაკის ქუჩებს წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

29-01-2019

,,2019 წელს ჭავჭავაძის გამზირს, კანდელაკისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება’’- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.


„მსხვილ სარეაბილიტაციო პროექტებს შორისაა კანდელაკის ქუჩა. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ვგეგმავთ აღნიშნული ქუჩის სრულ რეაბილიტაციას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ პროექტის განხორციელებაზე 1 600 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, მსხვილ საგზაო პროექტებს შორისაა გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ეს არის გლდანის ორი ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღეს დანგრეული და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ქუჩების მოწესრიგებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 10 000 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, დაგეგმილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაც.


„აქ მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. რეაბილიტაციის ფარგლებში როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათება სრულად მოწესრიგდება. ვგეგმავთ, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის შექმნას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს. ამ პროექტის განხორციელებაზე 13 000 000 ლარი დაიხარჯება“,- განაცხადა თბილისის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930