გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2019-2020 წელს თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური კოპლექსის აშენდება

29-01-2019

,,2019-2020 წელს თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება’’ ¬- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, წელს მულტიფუნქციური კომპლექსების მშენელობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში იწყება. თითოეული მათგანისთვის კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. 

„ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც იქნება თავმოყრილი ყველანაირი სპორტული სახეობა: ჭიდაობა, ბოქსი, განთავსებული იქნება საფეხბურთო მინი მოედნები, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკები. ეს იმისთვის, რომ ადამიანს, რომელიც ადგილზე მივა, ყველანაირი სერვისით სარგებლობა შეეძლოს და არსად წასვლა არ დასჭირდეს. ესეც ორწლიანი პროექტია, წელს ვიწყებთ და მისი განხორციელება 2020 წელს დასრულდება“, - განცხადა კახა კალაძემ. 


დედაქალაქის მერის თქმით, მთავარია მასობრიობა, რათა სპორტით რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაკავებული. 

„შესაბამისად, ფასებიც იქნება მისაღები, რათა ყველამ შეძლოს ამ კომპლექსებით სარგებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა, ერთი ასეთი კომპლექსი შარშან თემქაზე გაიხსნა, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი და მიმდინარე წელს თბილისის მთავრობა სხვა რაიონებისთვის განსახორციელებელ ანალოგიურ პროექტებს წარმოადგენს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930