გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გალში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

29-01-2019

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პირველ გალში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს.  მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.


არსებული ინფორმაციით, ახლობლებმა დაჭრილი მამაკაცი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 15 000 რუბლის გადახდის შემდეგ გადმოიყვანეს.


ექიმის ინფორმაციით მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.


„პაციენტს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში. ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება“- განაცხადა ექიმმა.


ახლობლები მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ.


ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. პოლიციაში კი საქმე სიცოცხლის განზრახ მოსპობის მუხლითაა აღძრული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031