გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიკვიძის პარკი სრულად რეაბილიტირდება

29-01-2019

,,ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკს (კიკვიძის პარკი) სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.


„ვაპირებთ ამ პარკის სრულ რეაბილიტაციას. გვინდა, მოვაწესრიგოთ არსებული მდგომარეობა. აღნიშნული პარკის რეაბილიტაცია იმ პროექტების ფარგლებში ტარდება, რომელიც მწვანე სივრცეების შექმნას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. აქ გვაქვს ორი მიმართულება: პირველი - არსებულის მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა და მეორე - ახალი საქალაქო პარკების და სკვერების მშენებლობა, რასაც გამგეობები ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელება 4 900 000 ლარი ჯდება. პარკი სრულად რეაბილიტირდება, შეიქმნება ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, ასევე ამფითეატრი და ველობილიკი მოეწყობა“ - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, ამ და ყველა სხვა საქალაქო პარკში სპორტული ზონა გაკეთდება - ტრენაჟორები, რომლით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031