გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: კორუფციის აღქმის ინდექსის გაუმჯობესება ინვესტიციების გაზრდას შეუწყობს ხელს

29-01-2019

„კორუფციის აღქმის ინდექსის გაუმჯობესება ინვესტიციების გაზრდას შეუწყობს ხელს“- აცხადებს თსუ -ს ანალიტიკური პროგნოზირების გამგეობის თავმჯდომამრე ოთარ ანგურიძე.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავს რეიტინგებში წინსვლა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე მიუთითებს.


„მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო კორუფციის აღქმის ინდექსი,არამედ ზოგადად მსგავსი ტიპის რეიტინგები, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო რეპუტაციაზე და განსაკუთრებით ინვესტორის განწყობაზე, რომელიც პოტენციურად შეიძლება ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოთი დაინტერესდეს.


ანუ, ასეთი რეიტინგების გაუმჯობესება პირდაპირ ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წინსვლას და საზოგადოებრივი და თვითონ სასამართლო და საპარლამენტო კონტროლი გაუმჯობესებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ეფექტიანობასაც აფასებს მსგავსი ტიპის კვლევები თუ რეიტინგები.


გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რეგიონში ვართ მოწინავე ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია პროგრესის გაგრძელება. ქვეყანამ ამ წინსვლას მიაღწია იმ სწორი რეფორმების ხარჯზე, რომელსაც ახორციელებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონტროლის მიმართლებით, რომელიც ხორციელდება ვთქვათ, იგივე საგადასახადო მიმართულებით, ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია ინვესტიციების მაჩვენებელიც, ანუ გაზრდილი ინვესტიციები ცხადყობს, რომ ინვესტორებს აქვთ ნდობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ. ესეც არის მაგალით იმისა რომ ქვეყანაში შემცირებულია კორუფციული ზეწოლა“ - აცხადებს ანგურიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930