გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე: კორუფციის აღქმის ინდექსით მოწინავე ქვეყნებს დავუახლოვდით

30-01-2019

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე კორუფციული აღქმის ინდექსის რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებას სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტური მუშობის შედეგად მიიჩნევს.


„ბოლო პერიოდის მანძილზე საკმაოდ წინ წაიწია ჩვენმა ქვეყანამ კორუფციის აღქმის ინდექსით, დავუახლოვდით მოწინავე ქვეყნებს.


იმ ქვეყნებს,სადაც კორუფციის დონე შედარებით დაბალია. ეს რამდენიმე ნიშანდობლივ ფაქტორს უსვამს ხაზს:


პირველი, რომ ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობის სერიოზული საზომი და ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ინსტიტუტები და საზოგადოება მთლიანად ვითარდებიან სწორი მიმართულებით. ასევე, ეს წინსვლა აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების და მათ შორის მედიასაშუალებების დამსახურებაცაა. საზოგადოებაში იზრდება კორუფციისადმი როგორც საზოგადოებრივი მოვლენისადმი შეურიგებლობის მდგომარეობა და ეს ცალსახად პოზიტიურია.


მინდა კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება: მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა რაც უფრო ჩამორჩენილია, უფრო მაღალია ამ ქვეყანაში ხელისუფლების მაღალჩინოსანი ჩინოვნიკების, საჯარო მოხელეების მიდრეკილება - ლტოლვა კორუფციისადმი, შესაბამისი გარიგებების მიღების დროს.


თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარებით რეიტინგებში სადღაც ასეულის მიჯნაზეა, ხოლო კორუფციის აღქმის ინდექსით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს და 41-ე ადგილზე ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, მიუხედავად ჩვენი ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი მდგომარეობისა, გაცილებით წინ ვართ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტების ეფეტიან მუშაობაზე მეტყველებს, არამედ საზოგადოების სიმწიფეზეც მიუთითებს“ - განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930