გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ქაცარავა: ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასეთი მაღალი გავლენის პოლიტიკოსი, როგორიც ჯონ ბოლტონია, საქართველოს მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს

30-01-2019

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციაში ასეთი მაღალი პოზიციისა და გავლენის მქონე პოლიტიკოსი, როგორიც ჯონ ბოლტონია კარგად აცნობიერებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების განვითარებას. მისი სახით საქართველოს ჰყავს კარგი მეგობარი და მტკიცე პარტნიორი“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო ქაცარავამ განაცხადა.


მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უსაფრთხოების მიმართულებით მართლაც უპრეცედენტო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რაც კიდევ უფრო უნდა გამყარდეს.


„ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის აღიარების საკითხს რაც შეეხება, ეს იყო ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილება. უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელის საკითხი მხოლოდ ერთია იმ მრავალრიცხოვან გლობალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებებსა და საკითხებს შორის, რომლებზეც აშშ-ს და საქართველოს სრული თანხვედრა აქვთ“-განაცხადა დეპუტატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930