გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, შესაძლოა ცილისწამების შესახებ კანონპროექტი მივიღოთ

30-01-2019

„სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საკითხი ძალიან რთული და კომპლექსურია და არის სერიოზული დილემა.

„საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა. ვხედავთ, რომ იგივე ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობა გახდა, რაც ქართულ საზოგადოებაში მიღებული არ იყო და ჩვენ კულტურასთან მაინცდამაინც თავსებადი არ იყო. თუმცა, თანდათანობით, ხელოვნურად თუ არახელოვნურად, ცდილობენ, ბილწსიტყვაობა საჯარო სივრცეში დაამკვიდრონ, რაც პირადად ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია. გარდა ამისა, გვაქვს „ფეიკ ნიუსების“, ანუ ყალბი, ცრუ ინფორმაციის პრობლემა და ეს პრობლემა თუნდაც, საგარეო საფრთხეებთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრობლემა სერიოზულია, მაგრამ მეორე მხარეს დგას გამოხატვის თავისუფლება, რაც ჭარბი დოზით არ უნდა შეიზღუდოს და რა თქმა უნდა, კონსტიტუციის პრინციპები არ უნდა დაირღვეს.

„შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან და ექსპერტებთან. თუ ჩვენ სწორი ბალანსის პოვნას მოვახერხებთ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კანონპროექტი მომზადდეს და ის მიღებული იყოს. მთავარია, ერთ მხარეს არ დაზარალდეს გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხარეს, ეს ობიექტური ინტერესები იყოს დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930