გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკელი კონგრესმენი: საქართველო რეგიონში მაგალითი და მენტორია

30-01-2019

„საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში“- განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.


„შეხვედრაზე მოვისმინეთ ინფორმაცია საქართველოს პროგრესის, დემოკრატიის განვითარების თაობაზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ ასევე სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ვისაუბრეთ, და აღვნიშნეთ, რომ საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში თუნდაც ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა სომხეთი, და რომელსაც უნდა წინსვლა და დემოკრატიული განვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, აქ მიმდინარე მოვლენებზე, და გამოვხატეთ იმედი, რომ house democracy პროექტი, რომელიც არის კონგრესმენებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობს საპარლამენტო რესპუბლიკებთან მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რომლებსაც სურთ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ ვეწვევით საქართველოს გაზაფხულზე.


თუკი ევროპის სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ დემოკრატია შეიძლება მყიფეც იყოს და ასევე მტკიცეც, და თუკი არ არსებობს ფუნდამენტალური მზაობა და ნება დემოკრატიისკენ სწრაფვისა, დემოკრატია გაუარესდება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ესე არ მოხდეს საქართველოში. მე მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ საქართველოს პარლამენტში კარგად ესმით. მათ ესმით და პატივს სცემენ ოპოზიციას, და პატივს სცემენ არჩევნების შედეგებს რადგან ეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ქვაკუთხედებია - პატივი ვცეთ შედეგებს მაშინაც კი, თუკი ჩვენ ეს არ მოგვწონს.


მე ხელახლა წარვადგინე კანონპროექტი, რომ გამომეხატა კონგრესის მხარდაჭერა საქართველოსადმი, ქართველი ხალხისა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი. და იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი გავა ახალ კონგრესში, - განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობას ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930