გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი მარტიდან ამოქმედდება

31-01-2019

ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ 2018 წლის სექტემბერიდან უნდა ამოქმედებულიყო.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესსექტორის ინფორმირების მიზნით, გაიმართა შეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმოამდგენლებმა დამატებითი ვადა მოითხოვეს და კანონმდებლობის ამოქმედების თარიღის გადაწევის შესახებ მთავრობას მიმართეს. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ბიზნეს სექტორის ინიციატივა და ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6 თვით, 2019 წლის მარტამდე, გადაწია.


ამ პერიოდში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინტენსიურად მართავენ კონსულტაციებსა და შეხვედრებს ბიზნეს ოპერატორებთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აგრეთვე კანონმდებლობა და დამატებითი განმარტებები განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე:http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7605.pdf.


სურსათის ეროვნული სააგენტო არ იზიარებს ბიზნეს სექტორის ცალკეული წარმომადგენლების ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ ბიზნესს სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი პერიოდი არ მიეცა.


ასევე, აღსანიშნავია, რომ ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად და მისი მთავარი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მომხმარებლის ინფორმირებულობისა და მისი ინტერესების დაცვის მიმართულებით, რაც ქართული სარეალიზაციო ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930