გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენდერული თანასწორობის საბჭო: პირადი ცხოვრების კადრების ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის იარაღად გამოყენებას სასტიკად ვგმობთ

31-01-2019

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ეხმიანება ამავე საბჭოს წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხს და სასტიკად გმობს მსგავსი მეთოდების ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის იარაღად გამოყენებას. საბჭო მხარს უჭერს მსგავსი ქმედების წინააღმდეგ წამოწყებულ ნებისმიერ კამპანიას.


„სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების უფლების უხეში ხელყოფის ხარჯზე წარსულშიც მომხდარა ადამიანების დევნა, შანტაჟი და იძულება. საგულისხმოა, რომ მსგავსი მეთოდებით განსაკუთრებით აქტიურ, წარმატებულ ქალებს ებრძვიან და ცდილობენ მათ განდევნას საჯარო სივრციდან. ეს ხაზს უსვამს დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათს, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლებს, არამედ აზარალებს ჩვენს საზოგადოებას.

დღეს, როდესაც ვიბრძვით ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის – ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თანასწორი, სრულფასოვანი პირობების შექმნისთვის და სწრაფი განვითარებისათვის, დაუშვებელია მსგავს ფაქტებზე თვალის დახუჭვა და საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა“-აცხადებენ საბჭოში.


გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ყურადღება გაამახვილონ დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათზე და უმოკლეს ვადებში გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ ყველა დამნაშავე პირი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930