გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს

31-01-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას აფასებს.


დეპუტატის თქმით, როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს და ამ დროს ყველაზე მთავარი, ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებაა.


„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოს 1500 მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო ღირსების საქმე, რითაც სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი: პასუხს აგებს ყველა ხელისუფალი, ვინც უგულებელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და/ან დაარღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.


მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეში ის იყო მთავარი მოპასუხე, არამედ , 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები იყო გაგზავნილი, 2014-2016 წ.წ. კი იუსტიციის სამინისტრომ მოიძია, დაამუშავა და 1500-ზე მეტი მოქალაქის მონაცემები გაუგზავნა სასამართლოს, რომელმაც, თავის მხრივ, მათი უფლებებიც თანაბრად აღიარა!


ვულოცავ ყველას, განსაკუთრები კი მათ, ვინც რუსეთის ხელისუფლებისგან უშუალოდ დაზარალდნენ. როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს. ამ დროს ყველაზე მთავარი - ადამიანის უფელბებისადმი ერთგულებაა“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930