გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად კვაჭანტირაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამართლიანი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის

31-01-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

პარლამენტის წევრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოსთვის და ამაში ის საქართვლოს მთავრობისა და პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს დიდ წვლილს ხედავს.

„ამ გამარჯვებაში სერიოზული სამუშაოები ჩაატარა მთავრობამ და უპირველესად, იუსტიციის სამინისტრომ. ახლა მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს ამ სამართლიანი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის“- აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს გადაწყვეტილება დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031