31-01-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1958 წელს დაბადებული დ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ა. მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, ისნის რაიონში, 9 ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკეების მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ ავტომანქანებიდან მოხსნილი გვერდითა ხედვის სარკეები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.