1-02-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მექნება. მგონია, რომ გამოძიება რასაც აკეთებს, იმაზე მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განუცხადა. ინფრომაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ეკა ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ შსს-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა დღეს მოხერხდება.
„მგონია, რომ გამოძიება რასაც აკეთებს, იმაზე მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს. რამდენიმე გვარი მე თვითონ მივაწოდე, მითხრეს, რომ მათზეც იციან და სხვებიც იციან. მაინტერესებს ეს სხვები ვინ არიან და ველოდები სწრაფ რეაგირებას. ეს მეთოდები იმისთვის არის გამოყენებული, რომ ვიღაცამ ამ ბრძოლას ჩამომაშოროს. გამორიცხულია, ვერავინ ამას ვერ ეღირსება!“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.