გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება

1-02-2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭო დღეს უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება. გასაუბრების პროცესს ის მოსამართლეები გაივლიან, რომელთაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებიან. გასაუბრებაში მონაწილეობენ: ნატრული აკობია, ეკა არეშიძე, გია ბერაია, ლერი თედორაძე, ინდირა მაშანეიშვილი, სალიხ შაინიძე, ნატო ხუჯაძე და მერაბ ჯორბენაძე. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.


გასაუბრების პროცესს აფასებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი მოსაზრებით, საბჭოს ერთსა და იმავე რეჟიმში მყოფ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებსაც უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ, სხვადასხვა მიდგომა აქვს.


ჯანეზაშვილს ამის მაგალითად 2018 წლის რამდენიმე თვის სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით 45-ზე მეტმა მოსამართლემ მიმართა, თუმცა ამ დრომდე მათ გასაუბრება არ გაუვლიათ.


საბჭოს არამოსამართლე წევრის მტკიცებით, საბჭოს განსხვავებული მიდგომა ჰქონდა, მსგავს რეჟიმში მყოფ მოსამართლეებთან 2017 წელს.

ნაზი ჯანეზაშვილი განსხვავებულ მიდგომას, სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანს უკავშირებს და ამბობს, რომ კლანთან დაკავშირებული პირები უვადო მანტიას დაჩქარებული წესით ირგებდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930