გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების მოხსნის საკითხზე კონსულტაციებს ძალიან სწრაფად დავასრულებთ

1-02-2019

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდების შესაძლო მოხსნის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოსთან, სკოლებსა და ექსპერტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, საზოგადოება გადაწყვეტილების შესახებ ძალიან სწრაფად შეიტყობს.


“ამაზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს გავდივართ. თქვენ იცით, რომ ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართულები და ვფიქრობთ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე, ყველა რისკისა და ყველა მხარესთან კონსულტაციის გათვალისწინებით მივიღებთ, იქნებიან ესენი სკოლები, ექსპერტები თუ საკანონმდებლო ორგანო. ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული. მე-11 კლასელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მე-12 კლასი მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ გარწმუნებთ, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციას ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ამ კონსულტაციებზე წლევანდელ წელთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031