გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა რამიშვილი: ცრუსთავი ორის მთავარი დანაშაული კაცობრიობის წინაშე არის სიყალბის გავრცელება

1-02-2019

შენ კაცო ნუ ნერვიულობ, ოღონნდ ჩამოდი და ამ ტკბილი ჰოვენიის ნაყოფსაც შეგახვედრებენ და ცივ ნიავსა არ მოგაკარებენ, - ასე მიმართავს შალვა რამიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. 


„დამნაშავეები ყოველთვის უბრუნდებიან დანაშაულის ჩადენის ადგილს. ერთ-ერთი მასშტაბური დანაშაულის ჩადენის ადგილი კი საქართველოს ზღვისპირეთია, სადაც ბიძინას ქველმოქმედება მიშას ორგანომ ნგრევად და უბედურებად გამოაცხადა.


ბოლო სამი წლის განმავლობაში დენდროპარკის მშენებლობაში 100-მდე სიუჟეტი გაკეთდა - ყველა ყალბი. არჩევნების წინ ცრუსთაველებმა იფიქრეს, რომ უფრო მნიშვნელოვანი ტყუილებით შევუტევთ ივანიშვილსო და ხეების გადატანის თემა მინელდა. ნაცები არჩევნებში გაფარჩაკდნენ და მიშა და ცრუსთავიც დაუბრუნდა ადრინდელი დანაშაულის ადგილს, ამჯერად ლაითურს. აქ ბიძინა ივანიშვილს ტკბილი ჰოვენია ანუ ქართულად რომ ვთქვათ კანფეტის ხის ერთი ძირი მიაქვს დენდროპარკში.


სიუჟეტის დასაწყისშივე დიდი მამალი ტყუილით გვიმასპინძლდება რუსთავი, არადა საკმარისია ჩაწერო ტკბილი ჰოვენია, რომ გუგლი საქართველოში რამოდენიმე ადგილს გიჩვენებს, სადაც ეს ხე იზრდება, მაგალითად წინანდალში. ( ვიდეო, ხე) ეს აპერიტივი იყო.


ტყუილი შემდეგი: ამ ხის ამოღებით დაზინდება იქვე მყოფი ჭა, რომლითაც სოფლელები სარგებლობენ. სინამდვილეში ჭა 30 მეტრის მოშორებით არის და ხის ამოღებით მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.


ტყუილი მესამე,: თურმე ბიძინა ლაითურს ადრეც ემტერებოდა, წაიღო მუხის ხე და ამ გადატანის პროცესში დააზიანა, სკვერი, სტადიონი, კულტურის სახლი, მოკლედ გააჩანაგა იქაურობა.


სინამდვილეში კი რუსთავი ორის კადრებში დაფიქსირებულ ადგილზე ხეს საერთოდ არ გაუვლია.


სინამდვილეში, ეს სტადიონი სწორედ ბიძინას თანხებით გაკეთდა. გარდა ამისა, დენდროპარკის მშენებლობის ფარგლებში ლაითურსა და მიმდებარედ - ცეცხლაურში გაკეთდა ცეცხლაურის სკოლის სტადიონი, სკოლის ტერიტორიის შემოღობვა, 9 და 19 აპრილის სკვერები, ცეცხლაური ლაითურის ცენტრალური გზის შემოღობვა, სოფლის სასაფლაოს შემოღობვა.


რუსთავი ორმა ხის აუქციონზე გატანა და მისი გაყიდვით სოფლისთვის სარგებლის მიღება ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა საკმარისია აუქციონის პირობებში ჩაიხედო და ყველაფერი ნათელია.


თავიდან ბოლომდე რუსთავი ორმა ტყუილებზე აგებული ამბავი გამოაცხო, მაგრამ რატომ შეუჩნდა ამ ხეების მუღამი მიშას, ალბათ თავისი ჯანმრთელობის მდგომრაეობა გაურასედა, ეს ხე, ტკბილი ჰოვენია სამკურნალოდ სჭირდება და ბიძინასთვის ენანება. ( მელიას სინქ. სამკურნალო ხეები)


მიშა - შენ კაცო ნუ ნერვიულობ, ოღონდ ჩამოდი ამ ტკბილი ჰოვენიის ნაყოფსავ შეგახვედრებენ და ცივ ნიავსა არ მოგაკარებენ“ - ამბობს რამიშვილი.

https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/424880301589073/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031