გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე გენპროკურორთან შეხვედრას ითხოვს

1-02-2019

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 


როგორც ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შალვა თადუმაძე შეხვდრას დაპირდა, თუმცა მოატყუა.


"რა ტრაგედიებიც ამ ახალი წლის დასაწყისში მოხდა, თავს ვიკავებდი, არ გადამეკვეთა ისინი ჩემი ტრაგედიით. მაგრამ არც უმოქმედოდ ჯდომა მაწყობს, ამიტომ გადავწყვიტეთ, გადავიდეთ აქტიურ ბრძოლაზე, კონკრეტულად,

გენერალურ პროკურორს, თადუმაძეს ჩემმა უფლებადამცველმა ცენტრმა მიმართა წერილობით, რომ გვინდოდა შეხვედრა მასთან. ის პირველ შეხვედრაზე დაგვპირდა, რომ 2-3 კვირის განმავლობაში შეისწავლიდა საქმის დეტალებს და შეგვხვდებოდა მე და ჩემს უფლებადამცველებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ არ შევხვედრილვართ და მოგვატყუა. სამწუხაროდ, არც წერილობით მიმართვაზე მიგვიღია უარი ან დასტური. ახლა ჩავთვალეთ საჭიროდ, მედიასაშუალებების დახმარებით მივმართოთ ბატონ თადუმაძეს, რომ ამ წლის 6 თებერვალს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, მივდივართ მასთან შესახვედრად და იმედია, არ დაგვემალება და გვიპასუხებს კითხვებზე, რაც ამ 1 წლის განმავლობაში დაგროვდა, არამარტო ჩემი შვილის მკვლელობის, არამედ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც", - განაცხადა სარალიძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031