გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქმენეთსა და ლიეტუვაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

1-02-2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თურქმენეთსა და ლიეტუვაში ახალი ელჩები დანიშნა.


თურქმენეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა მამუკა მურჯიკნელის კანდიდატურა. მამუკა მურჯიკნელი 2017 წლის მარტიდან დღემდე მოღვაწეობს აშშ.-ში, ვაშინგტონში დამოუკიდებელ კონსულტანტად. 2015-2017 წლებში, ასევე ვაშინგტონში ის იკავებდა ,,სკაილენდ პეტროლეუმ გრუპ“-ში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. 2007 – 2015 წლებში მამუკა მურჯიკნელი მუშაობდა შპს ,,ტეტის პეტროლეუმ ლიმიტედი“-ში (აშშ ქ. ვაშინგტონი) საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კორპორატიულ საქმეთა მენეჯერის, ხოლო 2015 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. 2005-2006 წლებში იკავებდა მენეჯერის პოზიციას საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კანარგოში (აშშ ქ. ვაშინგტონი).


მამუკა მურჯიკნელს ასევე გააჩნია დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება, 1999-2005 წლებში ის იკავებდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში ატაშეს შემდეგ კი უფროსი მრჩევლის თანამდებობებს. საგარეო უწყებაში მუშაობა მან დაიწყო1998 წელს, პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში მთავარ სპეციალისტად.

ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ლევან ღვაჩლიანმა დაიკავა. 


ლევან ღვაჩლიანი გახლავთ კარიერული დიპლომატი. 2007- 20014 წლებში ის საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მინისტრის სამდივნოს მრჩეველის და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს.


2014 – 2015 წლებში იყო ქ. თბილისის მერიის პროტოკოლის სამსახურის უფროსი, შემდეგ კონტროლის სამსახურის უფროსი. 2006 – 2007 წლებში ლევან ღვაჩლიანი იყო სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის კადრების სამმართველოს მომზადების ცენტრის ქვეგანყოფილების უფროსი; 2005 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930