გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან პროცესის დასაწყისში ყოფნას შეჩვეული

1-02-2019

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან პროცესის დასაწყისში ყოფნას შეჩვეული, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთი მახარაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 


მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არასამთავრობო სექტორს დეზინფორმაციასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოთქმის საშუალება მისცა.


“სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან პროცესის დასაწყისში ყოფნას შეჩვეული. უფრო ხშირად, მათ უწევთ სხვადასხვა ინიციატივებზე რეაგირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ პროცესი სხვანაირად დავიწყოთ და ვთხოვეთ, რომ სულ თავიდან, სრულიად დასაწყისში ჯერ მათ ეთქვათ, სად ხედავენ პრობლემას. ჩვენ ჩვენი წარმოდგენა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ვუთხარით, ეთქვათ, რას ფიქრობდნენ და ერთად დაგვეწყო მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე ცვლილება გასაკეთებელი, არის თუ არა რაიმე თემა გასაფართოებელი ან სჯობს თუ არა, რაიმე თემას ხელი საერთოდ არ მოვკიდოთ. პირიქით, დასაწყისში ინიციატივის საშუალება მივეცით. ამას ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ, შეჩვეული არ არის და ამიტომაც, არ მიკვირს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არაფერი არ დავდეთ. არც დავდებთ, სანამ საკმარისი მასალა და ინფორმაცია არ გვექნება. დღეს ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისეთ კვლევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა არსებობის შესახებ არ ვიცოდით, ამიტომაც იმის ნაცვლად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ცალ-ცალკე შევხვედროდით, რაღაც მოგვემზადებინა და შემდეგ დიდ ჯგუფად შეგვეკრიბა, გავაკეთეთ პირიქით - ჯერ დიდ ჯგუფს შევხვდით და შემდეგ უკვე მცირე ჯგუფებში ვაპირებთ, რომ კონკრეტული საკითხები გავიაროთ და იმის მიხედვით, თუ რა დასკვნამდე მივალთ, მუშაობა გავაგრძელოთ”,- აღნიშნა მან.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930