გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში სამი ნარკორეალიზატორი დააკავა

2-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 1994 წელს დაბადებული ნ.ა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, 1988 წელს დაბადებული ტ.ა. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავა.


თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალაში დააკავეს.


დანაშაული 6-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.


ნ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია სავარაუდოდ პისტოლეტი და 20 ცალი ვაზნა. ასევე, 8 ცალი მცირე ზომის მინის ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რომლებიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე.


ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, ირანის მოქალაქე ქ.თ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების შედეგად, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირის მიერ უკანონოდ გაყიდული კოდეინის, მორფინის და სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031