2-02-2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და თემქის და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა გაბუნია დღეს მოქალაქეებს შეხვდა.
დეპუტატმა მოქალაქეების პრობლემები მოისმინა და მათი მოგვარებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობები მომზადდება.
„დღეს ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო ჩემს წარმომადგენლობაში. ძირითადი სამუშაო სწორედ მიღების შემდეგ იწყება, როცა მოქალაქეების მიერ დასმული საკითხების მოგვარებისთვის გრძელდება ზრუნვა"-განაცხადა დეპუტატმა.
შეხვედრაზე მოქალაქეების მიერ დასმული საკითხები სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, დასაქმებისა და ჯანდაცვის თემატიკას ეხებოდა.