გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: ათეულობით ათასი ფარული ჩანაწერის გასაკეთებლად 120 მილიონი დაიხარჯა

4-02-2019

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესახებ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში დაითვალეს თუ რა დაუჯდა ქართველ გადასახადის გადამხდელს ათობით ათასი უკანონო ჩანაწერის ბაზის არსებობა. ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა "იმედი LIVE"-ის ეთერში თქვა.


ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, თავიდანვე არსებობდა იმის ეჭვი, რომ ის რამდენიმე ათეული ათასი ფარული ჩანაწერის ასლები ჰქონდა ყველა ძალოვან უწყებას და "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ყველა მძლავ პოლიტიკურ დაჯგუფებას. ნაცვლიშვილის თქმით, ეს მოსაზრება შემდეგ რამდენიმე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეშიც დადასტურდა.


"ჩვენ მაგალითად, ამოგვიღია დათა ახალაიას მძღოლისგან რაღაც, თავდაცვის სამინისტროდან, ვიღაც პოლიტიკოსისგან და ა.შ.


მერე იყო რაღაც ჯგუფი, რომელიც უწყებებში მოგზაურობა - მაგალითად მეგის ქარდავა, "მასტერა" და ეს ჯგუფი ბაჩო ახალაიასთან ერთად გადადიოდა სამინისტროებში და ასე "მოგზაურობდა", - თქვა ლაშა ნაცვლიშვილმა.


ნაცვლიშვილის თქმით, ჩანაწერთა ასეთი უკანონო ბაზის გაკეთებაზე სახელმწიფომ, გადასახადის გადამხდელების 120 მილიონი ლარი დაიხარჯა:


"ერთი ჩანაწერის გაკეთებას სჭირდება რაღაცა ტიპის ურთიერთობაში შესვლა სასტუმროს თანამშრომელთან. ტექნიკის ყიდვა, მისი დამონტაჟება. ყიდვას სჭირდება მანქანა, შესაბამისად ბენზინი და ა.შ. მერე ოპერატიული თანამშრომელი ხვდება უკვე მსხვერპლს და აშანტაჟებს - ამას სულ ყველაფერს აქვს ფისკალური გამოსახულება - 120 მილიონ ლარზე ვიყავით ასული, რაც დაუჯდა სახელმწიფოს, გადასახადის გადამხდელს ამ უკანონო არქივის შექმნა. ეს იყო რამდენიმე ათეული ათასი ფირი, რომლის ასლებიც მიმოფანტული იყო სხვადასხვა ძალოვან უწყებებში არსებულ ეწ. სტეიკჰოლდერებსა და მათ დაჯგუფებებს შორის", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.


პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 ადამიანი დააკავეს. საქმეზე განცხადება შსს-ში გაკეთდა. უკანონო ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული მომღერალი გიორგი გასვიანია.


ბრიფინგზე საპოლიციო უწყებამ მოუწოდა საზოგადოებას შეწყვიტონ ჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება, რადგან ეს დანაშაულია, რომელიც ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით 1-ელ თებერვალს დეპუტატი ეკა ბესელიაც გამოკითხეს.


გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930