გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: ჩვენი გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი ძალიან მაღალია

4-02-2019

"ქართული ოცნების" მრჩეველი პიარისა და კომუნიკაციის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, ცილისწამებასთან და ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს ამერიკული და ევროპული სტანდარტი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. "ჩვენი გამოხატვის თავისუფლების დამკვიდრებული სტანდარტი თითქმის ამერიკულია, ძალიან მაღალია", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა "იმედი LIVE"-ის ეთერში.


მისი თქმით, ამ სტანდარტის ეფემერული ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება:


"ამის გაუმჯობესება არ ივარგებს. ამის გაუმჯობესება მას დააზიანებს. ჩემი აზრით, ჩვენ ერთი რამ გვაქვს გასაკეთებელი: გამოხატვის თავისუფლების ის ამერიკული სტანდარტი, რომელიც ჩვენთან არის და ძალიან ბევრს გვიშლის ნერვებს, მათ შორის მეც და დიახ უნდა გვეშლებოდეს ნერვები, იმავდროულად უნდა არსებობდეს ქმედითი სამართლებრივი მექანიზმები, ოღონდ სამოქალაქო დარგში. ადამიანი ტყუილისთვის პასუხს უნდა აგებდეს: ის ან ბოდიშს ან ფულს უნდა იხდიდეს", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ ასეთივე დამოკიდებულება აქვს ამ საკითხზე "ქართული ოცნების" ლიდერს.


"სალომე ზურაბიშვილს ახლა ფრანგული სტანდარტის შემოღება სურს. ქალბატონი სალომე იყო საქარველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბულინგის მსხვერპლი იყო. ცენზურის დაწესება ჩვენ არ გვარგებს", - თქვა ლაშა ნაცვლიშვილმა.


სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ პარალელურად ქვეყანაში დაცული უნდა იყოს ადამიანის ღირსება.


11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებასთან დაკავშირებულ კანონზე დისკუსიისთვის მზადაა. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს დაეთანხმა.


13 იანვარს კი მესამე სექტორმა ცილისწამების შესახებ კობახიძისა და ზურაბიშვილის განცხადებებზე განმარტებები მოითხოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930