გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს

4-02-2019

ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტში დღეს პირველ შეხვედრას გამართავს.


სამუშაო ჯგუფი ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევის შედეგად გამოწვეული უბედური შემთხვევების მინიმალიზების მიმართულებით იმუშავებს.


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა აუცილებლად უნდა მოიშველიოს საერთაშორისო გამოცდილება.


სოფო კილაძის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩართული იქნება ყველა ის უწყება, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო, მარეგულირებელი კომისია, ენერგოომბუდსმენი და ბიზნესომბუდსმენი.

„წინა კვირაში გვქონდა შეხვედრა. შევთანხმდით, რომ პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმ რეგულაციაზე, რაც ვფიქრობთ, აუცილებელია, რათა მოხდეს ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევების მინიმალიზება. ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ფატალური შემთხვევა იყო უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული. ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა მოვიძიოთ საერთაშორისო, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც ნამდვილად უზრუნველყოფილია, დეტალებში რეგლამენტირებულია ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების ზომები.“, – განაცხადა სოფო კილაძემ.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930