4-02-2019
თბილისში, თბილისში 61-ე სკოლასთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.
სკოლის დირექტორის განმარტებით, სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მოსწავლეებს მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნებათ.
„ზარის დარეკვის შემდეგ, რაც მოსწავლეები კლასში შევიდნენ, ერთი მათგანი გაეხუმრა მეორეს. როგორც ეს მოსწავლე ამბობს, მან კლასელის ხუმრობა ვერ გაიგო და წაკამათდნენ. პრევენციის მიზნით, ჩვენ ყოველთვის ვიძახებთ პოლიციას“ - ამბობს სკოლის დირექტორი.
მისივე განმარტებით, დაპირისპირებაში მხოლოდ ორი მოსწავლე მონაწილეობდა და არცერთ მათგანს სხეულზე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება.
დაპირისპირება მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მოხდა.